ჩვენს შესახებ
“კალეისის“ შექმნის იდეა ორ ქართველ მეგობარს, მარიამ ხუხუნაიშვილს და თათა კაპანაძეს 2018 წელს გაუჩნდათ. მათ გააერთიანეს თავიანთი ხედვები, ძლიერი მხარეები და შესაძლებლობები ვერცხლის აქსესუარების ბრენდის შესაქმნელად. მათი მიზანი იყო განსხვავებული და ხელმისაწვდომი პროდუქტის შეთავაზება მომხარებლისთვის. მას შემდეგ გოგონები ერთობლივად მუშაობენ აქსესუარების დიზაინზე და იუველირის დახმარებით შეძლეს თავიანთი ხედვები და ოცნებები რეალობად აქციონ.
დამფუძნებლებს სურდათ, რომ ბრენდის სახელს საქმიანობასთან დაკავშირებული მნიშვნელობა ჰქონოდა, ამიტომ გადაწყვიტეს „კალეისი“, რომელიც ბალტიისპირულ მითოლოგიაში ღვთაებრივ მჭედელს ნიშნავს.
ბეჭდები, საყურეები, სამაჯურები და ყელსაბამები მზადდება უმაღლესი ხარისხის, 925 სინჯის ვერცხლისგან/მოოქროვილი ვერცხლისგან და აქვთ მინიმალისტური დიზაინი, ამიტომ ისინი შესაფერისია სხვადასხვა სტილისა და გემოვნების მქონე ადამიანებისთვის. კოლექციაში ნახავთ აქსესუარებს როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის. „კალეისის“ სამკაული გამოხატავს ადამიანის შინაგან სამყაროს, ამიტომ შესაძლებელია ერთი და იგივე აქსესუარი განსხვავებულად გამოიყურებოდეს ორ განსხვავებულ ინდივიდზე.
თითოეული მოდელი ხელნაკეთია და ნამუშევრის შექმნას ხუთ-შვიდ დღემდე სჭირდება. „კალეისი“ ორიგინალური შეფუთვითაც გამოირჩევა. სამკაული იფუთება ბრენდირებულ ყუთსა და ჩანთაში