კალეისი
“კალეისის“ შექმნის იდეა ორ ქართველ მეგობარს, მარიამ ხუხუნაიშვილს და თათა კაპანაძეს 2018 წელს გაუჩნდათ. მათ გააერთიანეს თავიანთი ხედვები, ძლიერი მხარეები და შესაძლებლობები ვერცხლის აქსესუარების ბრენდის შესაქმნელად. მათი მიზანი იყო განსხვავებული და ხელმისაწვდომი პროდუქტის შეთავაზება მომხარებლისთვის. მას შემდეგ გოგონები ერთობლივად მუშაობენ აქსესუარების დიზაინზე და იუველირის დახმარებით შეძლეს თავიანთი ხედვები და ოცნებები რეალობად აქციონ.